Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიღირშესანიშნავი ადგილები

აკროპოლის უცნობი პეტროგლიფი-შეუიარაღებელი თვალით ხილული მამაკაცის ფიგურა

აკროპოლის კლდის არსებობის მანძილზე, წლების განმავლობაში თითქმის არავის შეუმჩნევია “პეტროგლიფი” მის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს.

ქვაში “გამოკვეთილი” პორტრეტი გამოსახავს შეუიარაღებელი თვალით ხილულ მამაკაცის პროფილს, წვერით და ერთგვარი ფილოსოფიური გამომეტყველებით. როგორც აღნიშნავენ, თვალები, ცხვირი და პირი კარგად ჩანს, ერთი ნესტო კი თითქოს გამოქვაბულის შესასვლელია, რომელიც არავინ იცის სად მიდის.

სხვადასხვა მკვლევართა მოსაზრებით, ფიგურაზე გამოსახულია პოსეიდონი, ზევსი ან პერიკლე.

სავარაუდოდ პეტროგლიფის სახე უნდა ეკუთვნოდეს პოსეიდონს, რომელმაც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ბრძოლა წააგო ათენასთან, რის შემდეგაც ქალაქმა ათენმა სიბრძნის ქალღმერთის სახელი მიიღო.

დამატებითი ელემენტი, რომელიც ამყარებს ამ ვარაუდს არის ის, რომ კლდეში ნაკვეთი მამაკაცის სახე იყურება ზღვისკენ, რომლის ღმერთიც იყო პოსეიდონი. რამდენად ახლოს დგას ვარაუდი რეალობასთან შეაფასეთ ვიდეოს ნახვის შემდეგ.

ვიდეო:

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *