Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

არტა: ბერძენმა მამაკაცმა ქალის ფოტოებით სოციალურ ქსელში ყალბი პროფილები შექმნა

უცნობი მამაკაცი ცხრა თვის განმავლობაში სოციალური ქსელების- ფეისბუქის და ინსტაგრამის მის მიერ შექმნილ ყალბ პროფილებზე ტვირთავდა არტაში მცხოვრები ერთ-ერთი  ბერძენი ქალბატონის ფოტოებს ისე, რომ აღნიშნულ პიროვნებას  ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა მანამდე, სანამ შემთხვევით არ აღმოაჩინა პროფილები საკუთარი  ფოტოებით სოციალურ ქსელში.

როდესაც ქალმა შეიტყო მისი ფოტოებით ყალბი ანგარიშების არსებობა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, დაუყოვნებლივ განაცხადა პოლიციაში და  საჩივარი შეიტანა დამნაშავის წინააღმდეგ.

პერსონალური მონაცემების დაცვის შესაბამისმა სამსახურმა გამოძიების კვალდაკვალ  შეძლო  ბერძენი მამაკაცის  იდენტიფიცირება, რომელმაც შექმნა კონკრეტული პროფილები 2022 წლის სექტემბრიდან და ატვირთა სხვა პიროვნების ფოტოები.

დამნაშავის  წინააღმდეგ პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტზე საქმე აღიძრა და საქმე პროკურატურას გადაეცა.

ამავდროულად, გაცემული იქნა ბრძანება სოციალური მედიიდან ყალბი პროფილების “წაშლის”  შესახებ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *