Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

რომის პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს-მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება

ოთხშაბათს (6/7),  რომის პაპს ფრანცისკეს, გავრცელებული ინფორმაციით ნაწლავის ობსტრუქციის გამო ოპერაცია ჩაუტარდება.

რომის პაპი სამშაბათს დილით რომის Gemelli Hospital-ში გადაიყვანეს და როგორც იტალიური პრესა იუწყება, ოპერაცია გადაუდებელად ითვლება.

გასულ თვეში მან  ფილტვის ინფექციით საავადმყოფოში ხუთი დღე გაატარა და მაღალი სიცხის გამო მოსმენების გაუქმება მოუწია.

ვატიკანს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და მისი საავადმყოფოში გადაყვანის  ზუსტ მიზეზებზე და დეტალებზე.

2021 წლის ივლისში მას ასევე ჩაუტარდა ოპერაცია, რა დროსაც  ამოკვეთეს  მსხვილი ნაწლავის ნაწილი.

ოპერაცია მიზნად ისახავდა მტკივნეული მდგომარეობის მკურნალობას, რომელსაც ეწოდება დივერტიკულიტი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *