Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

იანინა: უკვალოდ გაუჩინარდა 52 წლის პოლიციელი, რომელსაც თან სამსახურეობრივი იარაღი აქვს

იანინაში უცნაურ ვითარებაში გაუჩინარებულ,  52 წლის პოლიციელს ეძებენ.

მიუხედავად სამძებრო ოპერაციისა, რომელიც პარასკევს შუადღიდან დაიწყო, მისი კვალი ამ დრომდე არ  ჩანს.

52 წლის ლამბროს პაპადოპულო  მსახურობს იანინის პრეფექტურის სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტში და ხასიათდება, როგორც უაღრესად თანმიმდევრული და ფორმალური თანამშრომელი.

პარასკევს ის სახლიდან  გაურკვეველი მიმართულებით გავიდა, თან ჰქონდა მხოლოდ  ზურგჩანთა,  მობილური კი  სახლში დატოვა.

ამის შემდეგ ის უკან  აღარ დაბრუნებულა, შეშფოთებული  მოხუცი  მამა  პოლიციას დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

გამოძიება მაშინვე დაიწყო, ხოლო სამძებრო- სამაშველო ცხელი  ხაზი შაბათს შუადღიდან ამოქმედდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის პოლიციელმა თან სამსახურებრივი იარაღი  წაიღო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *