Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

SatanCon: აჟიოტაჟი ბოსტონში გამართული სატანისტური კონფერენციის გამო

ყოველწლიურმა SatanCon- სატანისტურმა  კონფერენციამ, რომელიც წელს  დაარსების 10 წლის იუბილეს “ზეიმობს,” ბოსტონში საყოველთაო გამოხმაურება გამოიწვია.

ასობით მომიტინგე შეიკრიბა შაბათს, რათა გამოეხატათ თავისი აღშფოთება სატანურ ტაძარში მიმდინარე  კონფერენციაზე , რომელიც სალემში მდებარეობს.

პლაკატებით -„სატანას არ აქვს უფლებები“ და „ჯოჯოხეთი გელოდებათ“, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ღვთისმგმობელი ღონისძიება, რომლის პრემიერაც პარასკევს გაიმართა უცნაური გახსნის ცერემონიით.

როგორც  უცხოური პრესა  წერს, კონფერენცია  სხვა საკითხებთან ერთად მოიცავდა მქადაგებლის მიერ ბიბლიის დახევის და სატანისტური “ნათლობის” ცერემონიებს.

აღნიშნული კონფერენციის ორგანიზატორი ამტკიცებს, რომ ის არ სცემს თაყვანს სატანას  , როგორც ღვთაებას, არამედ იყენებს სატანის ლიტერატურულ ფიგურას და სატანურ სიმბოლოებს, როგორც „ტირანული ძალაუფლების უარყოფის“ საშუალებას.

სატანური ტაძრის ვებსაიტის მიხედვით, ორგანიზაციის მიზნები მოიცავს თანაგრძნობის, მეცნიერული ცოდნისა და ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის ხელშეწყობას.

ჯგუფის აქტიურობამ და პროვოკაციულმა ქმედებებმა აღაშფოთა რეგიონში რელიგიური და პატრიოტული ჯგუფები, რომლებმაც მოაწყვეს “ჯგუფური ლოცვები” და სხვა ღონისძიებები,   რათა თანამედროვე სატანისტებს გამოხმაურებოდნენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *