Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიო

ლიკვიდირებულია მამაკაცი, რომელიც ჯო ბაიდენს სოციალური ქსელით ემუქრებოდა

გუშინ, 9 აგ­ვის­ტოს, აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა ბი­უ­რომ (FBI) გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იყო იუ­ტას შტატ­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ემუქ­რე­ბოდა.

კრე­იგ რო­ბერტსონ­მა ჯო ბა­ი­დე­ნის მი­მართ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი პოსტი პრე­ზი­დენ­ტის იუ­ტა­ში 9-10 აგ­ვის­ტოს და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს პოს­ტი ერთ-ერ­თია იმ ათო­ბით ძა­ლა­დობ­რი­ვი გზავ­ნი­ლი­დან და სხვადასხვა სახის ია­რა­ღის ფო­ტო­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც რო­ბერტსო­ნის ორ  ფე­ის­ბუ­ქან­გა­რიშ­ზე გან­თავ­სდა.

“იუტა გა­ით­ქვამს სა­ხელს, რო­გორც ად­გი­ლი, სა­დაც სნა­ი­პერ­მა პრე­ზი­დენ­ტი მოკ­ლა”, – წერ­და სხვა­დას­ხვა დროს რო­ბერტსო­ნი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს პოს­ტი ერთ-ერ­თია იმ ათო­ბით ძა­ლა­დობ­რი­ვი გზავ­ნი­ლი­სა და ია­რა­ღე­ბის ფო­ტო­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც რო­ბერტსო­ნის ორ “ფე­ის­ბუ­ქან­გა­რიშ­ზე”იყო განთავსებული.

ფე­ის­ბუქ­ზე რო­ბერტსო­ნის გვერ­დის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ახლა აღარ იძებ­ნე­ბა, მა­მა­კა­ცი იუ­ტა­ში ფლობ­და კომ­პა­ნია Craig’s Custom Woods, LLC -ს. სა­ხელ­მწი­ფო დო­კუ­მენ­ტებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ კომ­პა­ნია და­ა­რე­გის­ტრი­რეს 2022 წელს.

გავრცელებული ინფორმაციით, რო­ბერტსო­ნი ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და ჰყავ­და 3 შვი­ლი. ის პირ­ველ ცოლს 1986 წელს და­შორ­და და ხე­ლახ­ლა და­ქორ­წინ­და 1988 წელს.

ძალოვანი სტრუქტურების ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­ბერტსო­ნი ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­ვე აქ­ვეყ­ნებ­და ონ­ლა­ინ მუ­ქა­რებს სხვა დე­მოკ­რა­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და იმ პრო­კუ­რო­რე­ბის მი­მარ­თაც, რომ­ლებ­მაც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღ­ძრეს.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, FBI-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მა­მა­კაცს მა­შინ ეს­რო­ლეს, რო­დე­საც ის და­კა­ვე­ბის დროს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას ცდილობდა.

სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, კრე­იგ რო­ბერტსონს კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.  მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *