Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიო

აწესებს თუ არა ჩინეთი შეზღუდვებს კოსმეტიკაზე-რა ბედი ელის ყალბი პროდუქციის წარმოებას

საფრანგეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, ერთად იმუშაონ კოსმეტიკური საშუალებების მარეგულირებელი ჩარჩოს გასაუმჯობესებლად, რათა დაიცვან როგორც ბაზარზე წვდომა, ასევე პროდუქციის უსაფრთხოება.

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ ორი ქვეყანა შექმნის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც წლის ბოლომდე საფრანგეთში პირველ შეხვედრას გამართავს და შეეცდება რეგულაციების ჰარმონიზაციას. განხილვის თემები იქნება ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში თანამშრომლობა, მათ შორის ინფორმაცია პროდუქციის შემადგენლობისა და ყალბი პროდუქტების შესახებ, ასევე იგეგმება სტანდარტებზე და ინსპექტირებაზე მუშაობა.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მაირი ჩინეთში იმყოფება, რათა განიხილოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის დეტალები.

ჩინეთთან დაკავშირებით ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა ისეთი კოსმეტიკური კომპანიების, როგორიცაა L’Oreal და LVMH მიერ პროდუქციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე ეკონომიკის მხრივ მსოფლიოში სიდიდით მეორე ადგილზე მყოფი ქვეყნისთვის.

კერძოდ, ჩინეთი აწესებს შეზღუდვებს, რომელიც აიძულებს კოსმეტიკურ კომპანიებს მიაწოდონ მონაცემები ინგრედიენტებიდან დაწყებული წარმოების პროცესის დეტალებამდე, ასევე ნედლეულის წარმომავლობაზე და პროდუქციის ზუსტი შემადგენლობაზე. ინფორმაციის დიდი ნაწილი გროვდება და ინახება მონაცემთა ბაზაში, რომელსაც მართავს ჩინეთის ხელისუფლება.

Bloomberg-ის (საფინანსო ბაზრებისა და ბიზნესსექტორის შესახებ საინფორმაციო მომსახურების მულტიმედიური დისტრიბუტორი კერძო კომპანია) მონაცემებზე დაყრდნობით, ევროპული კომპანიები შეშფოთებულნი არიან, რომ აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში ისინი შეიძლება აიძულონ გადასცენ სავაჭრო საიდუმლოებები პროდუქტის უსაფრთხოების საფარქვეშ.

თუმცა იგივე წყაროები აცხადებენ, რომ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი ბოროტად გამოიყენებს ინფორმაციას, რომელსაც აგროვებს კოსმეტიკური კომპანიებისგან.

ევროკავშირი, ისევე როგორც აშშ, დიდი ხანია ჩივიან, რომ ჩინეთში გარკვეულმა პოლიტიკამ და პრაქტიკამ შეიძლება გამოიწვიოს ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების გადაცემა. თუმცა, ევროკავშირის კომპანიებს სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ დაემორჩილონ რეგულაციებს, თუ მათ სურთ ჩინეთის ბაზარზე წვდომა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *