Latest news
დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება  ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
შაბათი, ოქტომბერი 10, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 10 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ და გლობალური მხარდაჭერის მობილიზება. 2026 წლის 10 ოქტომბრის თემაა „განცდილი გამოცდილების გაზიარება: რეალური ხმები, რეალური ცვლილება“. კამპანია ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების (Lived Experience) მოსმენა და მათი ცოდნისა და გამოცდილების ჩართვა პოლიტიკის, სერვისებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
საბერძნეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც შესაბამისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების მზარდ მოთხოვნაზეც აისახება. აღნიშნული განცხადება სოციალური ფსიქიატრიის საზოგადოების 2025 წლის ანგარიშში გამოქვეყნდა, რომელიც საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პარტნიორია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში.

განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება სამ რეგიონში: ფოკიდაში, ევროს-როდოპის რეგიონსა და პირეაზე. ფოკიდაში 2025 წელს 708 მოქალაქემ მიიღო მომსახურება, მათგან 134 ახალი პაციენტი იყო, ხოლო სპეციალისტებმა 10 763 ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაატარეს.

ევროსსა და როდოპის რეგიონებში ფსიქოლოგიური დახმარება 1 407-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის 510 ახალი ბენეფიციარი იყო. აღნიშნულ რეგიონებში სულ 12 933 თერაპიული სესია ჩატარდა.

ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა პირეაზეც, სადაც გასულ წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით კიდევ 631-მა ახალმა მოქალაქემ ისარგებლა.

სპეციალისტების შეფასებით, ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები საბერძნეთში მზარდ გამოწვევად რჩება და მოსახლეობას შესაბამისი მხარდაჭერის სერვისები სულ უფრო მეტად სჭირდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *