Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ბავშვთა საზაფხულო ბანაკები 2025-ზე რეგისტრაცია დაიწყო – პროგრამა სულ 36 000 ბავშვის მიღებას ითვალისწინებს

ბავშვთა საზაფხულო ბანაკები 2025-ზე რეგისტრაცია დაიწყო – პროგრამა სულ 36 000 ბავშვის მიღებას ითვალისწინებს

დღეს დილის 09:00 საათიდან, 19 მაისიდან, გაიხსნა ელ.პლატფორმა ბავშვთა საზაფხულო ბანაკებში რეგისტრაციის ფორმების შესავსებად. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს შშმ არასრულწლოვანი პირების მიღებასაც.

უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-დან 16 წლამდე ახალგაზრდებს.

  1. საზაფხულო ბანაკის პერიოდი გასტანს 15 ივნისიდან 29 ივნისამდე
  2. 2 ივლისიდან 16 ივლისამდე
  3. 18 ივლისიდან 1 აგვისტომდე
  4.  3 აგვისტოდან 17 აგვისტომდე
  5.  18 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.

შესაძლოა დროის მონაკვეთის ცვლილება, თუმცა თითოეულ ბავშვს არ შეუძლია 15 დღეზე მეტი გაატაროს ბანაკში.

რაც შეეხება შშმ პირებს მათთვის საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდი შემდეგია: 

  • 24 ივნისიდან 3 ივლისამდე
  • 14 ივლისიდან 23 ივლისამდე
  • 28 ივლისიდან 6 აგვისტომდე
  • 11 აგვისტოდან 20 აგვისტომდე
  • 25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე.

ამ შემთხვევაშიც დროის მონაკვეთის ცვლილება დასაშვებია, თუმცა მათ არ შეეძლებათ დაჰყონ 10 დღეზე მეტი ბანაკში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ჯამში 36 000 ბავშვს შეეძლება.

მონაწილეთა სიები კი 10 ივნისს გამოქვეყნდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *