Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ბომბის აფეთქება ახარნონზე მდებარე მასონურ ლოჟაში

დღეს, დილის საათებში, ახარნონის ქუჩაზე პანიკა სუფევდა ბომბის აფეთქების გამო.

აფეთქება ახარნონის ქუჩისა და სურმელის ქუჩის შეერთებაზე, ვათის მოედანთან მოხდა, რასაც გარშემო არეულობა და პანიკა მოჰყვა.

მანამდე კი, დილის 6:30 საათზე იყო მუქარის სატელეფონო ზარი აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე  მასონურ ლოჟაში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების შესახებ.

რამდენიმე წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურების დეპარტამენტის ჯგუფი, რასაც მოჰყვა დაბალი სიმძლავრის აფეთქება, რომელმაც კედლის გაშავება და მცირე მატერიალური დაზიანება გამოიწვია. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ ახარნონის ქუჩა ორივე მიმართულებით გადაკეტა, მაკედონიის ქუჩასთან კვეთიდან ვათის მოედნამდე და მიმდებარე ტერიტორია  პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მიერ არის შემოზღუდული.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *