Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

გლიფადა: პოლიცია 85 წლის ქალის მიმართ ძალადობრივ ქმედებასა და ძარცვაში ბრალდებულთა პირად მონაცემებს ასაჯაროებს

ათენის პირველი ინსტანციის პროკურატურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე პოლიციამ გაასაჯაროვა დაკავებული ორი დამნაშავის პირადი მონაცემები და ფოტოები, რომლებიც გლიფადაში, მათ მიერ ასაკოვანი ქალის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობისა და ძარცვის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის დანაშაულზე ამ წლის 22 მაისს დაკავეს.

აღნიშნული პირები ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ 85 წლის ქალს, შემდეგ კი ყელზე გაკეთებული ჯაჭვით იატაკზე გადაათრიეს, რათა ჯაჭვი მოეხსნათ და სხეულის დაზიანება მიაყენეს.

Ესენი არიან: კარაგუნი ზოი, დაბადებული 27-12-1974 ტრიპოლში.

კარაგუნი დიმიტრი, დაბადებული 28-11-1975 სპარტაში.

მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძარცვის, სხეულის მძიმე დაზიანების და დანაშაულში თანამონაწილეობის ფაქტზე აღიძრა.

პროკურატურის მიერ მათი პირადი მონაცემების გამჟღავნება მიზნად ისახავს პირველ რიგში საზოგადოების დაცვას მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისგან, ასევე ზემოაღნიშნული ბრალდებულების მიერ  ჩადენილი სხვა მსგავსი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამომჟღავნებას დაზარალებულების ან თვითმხილველების მიერ.

ამ კონტექსტში პოლიცია  მოქალაქეებს სთხოვს დაუკავშირდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკის უსაფრთხოების სამმართველოს 210-9692920 და ატიკის უსაფრთხოების დირექტორატის 210-6411111, შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად.

აღნიშნულია, რომ კომუნიკაციის ანონიმურობა და კონფიდენციალურობა გარანტირებულია.

აქვე ხაზგასმულია, რომ  პროკურატურის ბრძანების საფუძველზე დამნაშავეთა პირადი მონაცემების გასაჯაროების დაშვება მოქმედებს 30-9-2023 წლამდე.  აღნიშნული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ  ზემოაღნიშნული მონაცემების შენახვა-გამჟღავნება ან გავრცელება  დაუშვებელია და ეწინააღმდეგება კანონს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *