Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ბრიტანეთის მუზეუმის ყოფილ თანამშრომელს ბერძნული სიძველეების ქურდობაში ედება ბრალი

56 წლის კონსერვატორი პიტერ ჰიგსი, რომელიც 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ბრიტანეთის მუზეუმის ბერძნული სიძველეების განყოფილებაში, მუზეუმიდან ექსპონატების ქურდობის ბრალდების გამო რამდენიმე კვირის წინ, ხმელთაშუა ზღვის კულტურების კურატორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

იგი ითვლება სიძველეების გამორჩეულ ექსპერტად. მისი თემატური ნაშრომები ყოველთვის თან ახლდა მუზეუმის ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენებს. ის ასევე იყო მუზეუმის გუნდის წევრი, რომელიც მოპარულ სიძველეებს ეძებდა და აბრუნებდა იმ ქვეყნებში, რომელთაც ისინი ეკუთვნოდნენ ან ლონდონში გამოფენდა.

ჰიგსი, რომელიც მუზეუმში 1993 წლიდან მუშაობდა, მუზეუმის ხელმძღვანელობამ  დაადანაშაულა იმ ნივთების, მათ შორის ოქროს სამკაულების, ნახევრადძვირფასი ქვებისა და შუშის ქურდობაში, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წლით თარიღდება.

ნივთები მუზეუმის სარდაფებს წლების განმავლობაში აკლდებოდა და ზოგიერთი მათგანი eBay-ზე 2016 წლიდან იყიდებოდა. აღნიშნულია, რომ გასაყიდად გატანილი ნივთები შეტანილი იყო კატალოგებში, ამიტომ მათი პოვნა სირთულეს არ წარმოადგენდა.

2020 წელს სიძველეების ერთ-ერთმა ექსპერტმა ანონიმურად აცნობა მუზეუმს ჰიგსის უკანონო საქმიანობის შესახებ, თუმცა, როგორც Telegraph იუწყება, ბრიტანეთის მუზეუმმა მხოლოდ წელს მიიღო გარკვეული ზომები მის გასათავისუფლებლად.

eBay-ზე ჰიგსი ფსევდონიმს იყენებდა, მაგრამ ელექტრონულმა კვალმა მიაღწია მის Twitter-ის ანგარიშს, სადაც ის მისი ნამდვილი სახელით იყო დარეგისტრირებული.

მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ამტკიცებენ, რომ ჰიგსი უდანაშაულოა და თვლიან, რომ ის თავისი შელახული ავტორიტეტის აღდგენას და უდანაშაულობის დამტკიცებას სულ მალე შეძლებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *