Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
მსოფლიოჯანმრთელობა

უნიკალური ოპერაცია-ღორის თირკმელი, რომელიც ადამიანს ერთი თვის წინ გადაუნერგეს, გამართულად ფუნქციონირებს

სულ ახლახანს წარმატებული ოპერაცია ჩაატარესალაბამას უნივერსიტეტის მეცნიერებმა: თირკმელების გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტს  ორივე თირკმელი გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელებით შეუცვალეს.

ქირურგებმა ექსპერიმენტი მორის მილერის სხეულზე ჩაატარეს, რომელიც 57 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. გადანერგვამდე პაციენტს ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც მისმა ოჯახმა მეცნიერებს მილერის სხეულის სამედიცინო კვლევისთვის გამოყენების ნება დართო.

გადანერგვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, დონორი ორგანოები არ იყო უარყოფილი ორგანიზმის მიერ და ნორმალურად ფუნქციონირებდა-ისინი გამოიმუშავებდნენ შარდს და ასუფთავებდნენ ორგანიზმს ტოქსიკური ნარჩენებისგან.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ღორის თირკმელმა ადამიანის სხეულში ფუნქციები გამართულად შეასრულა. მკვლევარები გადანერგილი თირკმლის მუშაობაზე დაკვირვების გაგრძელებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გეგმავენ.

უნიკალური ოპერაცია დეტალურად არის აღწერილი სტატიაში, რომელიც 16 აგვისტოს, სამეცნიერო ჟურნალში JAMA Surgery  გამოქვეყნდა. მისმა წარმატებამ იმედი მისცა ტრანსპლანტაციის მიმლოდინე ათიათასობით  პაციენტს.

საიდუმლო არ არის, რომ დონორ ორგანოებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად აღემატება მიწოდებას. შეერთებულ შტატებში ყოველი  ხუთი პაციენტიდან, რომლებიც ელოდებიან ტრანსპლანტაციას, ორი ვერ ასწრებს შესაბამისი დონორისგან ორგანობის მიღებას და კვდება დიაგნოზის დადგენიდან ხუთი წლის განმავლობაში.

იმისათვის, რომ ასეთი ოპერაციის შემდეგ პაციენტის ორგანიზმმა არ უარყოს დონორი ორგანო როგორც უცხო, გადანერგვისთვის ღორის თირკმელები სპეციალურად იზრდება გენეტიკური ადაპტაციის მეთოდით.

მათი დნმ-ის ჯაჭვში მეცნიერები აღმოაჩენენ და „თიშავენ“ ღორის ოთხ გენს (GTKO, CMAH, B4GALNT2, GHR), რის შემდეგაც ისინი ავსებენ მას ადამიანის ექვსი გენით (CD46, CD55, CD47, THBD, PROCR, HMOX1).

ამჯერად ექიმებმა მიაღწიეს წარმატებას არა მხოლოდ დონორი ორგანოს შენარჩუნების უზრუნველყოფაში, არამედ იმაშიც, რომ იგი ნორმალურად მუშაობდა და ასრულებდა თავის ყველა ფუნქციას.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *