Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია ტრიკალაში: 15 წლის გოგონა ღამის კლუბში გარდაიცვალა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა   ტრიკალაში.

დღეს, დილით ადრე, სკოლის მოსწავლე ღამის კლუბში გარდაიცვალა.

გავრცელებული  ცნობით , ბაირონის სკოლის  15 წლის მოსწავლე კლასელებთან ერთად ღამის კლუბში მხიარულობდა.

რაღაც მომენტში, დაახლოებით ღამის 1 საათზე, მან თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა.

გოგონა ტრიკალას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს , სადაც ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

მისი გარდაცვალების მიზეზები უცნობია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა ჰქონდა.

მომხდარის შესახებ მშობლებს შეატყობინეს და შუაღამისას საავადმყოფოში მისულებს  უკვე მათი შვილის ტრაგიკული გარდაცვალების  შესახებ აცნობეს.

ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე, სავარაუდოდ, ექსპერტიზა გასცემს პასუხებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *