Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ქვეყნებს ბირთვული გამოცდების დასრულებისკენ მოუწოდებს

ბირთვულ ტესტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერესი ბირთვული გამოცდის ყველა მსხვერპლის სახელით მოუწოდებს ქვეყნებს, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია, ბირთვული გამოცდების სამართლებრივად სავალდებულო აკრძალვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების რატიფიცირებისკენ- დაუყოვნებლივ და უპირობოდ.

„ბირთვული გამოცდების სამართლებრივად სავალდებულო აკრძალვა ფუნდამენტური ნაბიჯია ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროსკენ.

ყოვლისმომცველი ბირთვული ტესტების აკრძალვის ხელშეკრულება, რომელიც ჯერ არ შესულა ძალაში, რჩება კაცობრიობის ნების მძლავრ გამოვლინებად, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ბირთვული განადგურების ჩრდილი ჩვენი სამყაროდან“- ხაზს უსვამს ის.

გარდა ამისა, ანტონიო გუტერესი აღნიშნავს, რომ 1945 წლიდან მოყოლებული, 2000-ზე მეტმა ბირთვულმა გამოცდამ გამოიწვია ადამიანების საშინელი ტანჯვა, მოწამლა ჰაერი რომელსაც ვსუნთქავთ და გაანადგურა პეიზაჟები მთელს მსოფლიოში.

“ჩვენ ვხედავთ გლობალური უნდობლობისა და განხეთქილების საგანგაშო ზრდას იმ დროს, როდესაც თითქმის 13 000 ბირთვული იარაღი ინახება მთელს მსოფლიოში  და ეს ქვეყნები მუშაობენ სიზუსტის და დიაპაზონის გასაუმჯობესებლად.  მათი დამანგრეველი ძალა-ეს არის განადგურების რეცეპტი”-ამბობს ის და ბოლოს აღნიშნავს, რომ ბირთვული ტესტების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ერთხმად საუბრობს ამ დესტრუქციული მემკვიდრეობის დასასრულებლად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *