Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

გავრცელდა ინფორმაცია სტიქიის შემდეგ კერძო პირების მიერ ფეისბუქის საშუალებით  ტონობით წყლის გაყიდვის შესახებ

არაადამიანური გულგრილობა და უსინდისობა შეიძლება ეწოდოს ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ დაფიქსირებულ შემთხვევას სტიქიის შედეგად განადგურებულ ვოლოსში, რომელიც გამოუსწორებლად დაზარალდა უამინდობის გამო და სადაც ათასობით ოჯახი წყლის გარეშე დარჩა 24 საათის განმავლობაში.

საუბარია კერძო პირების მიერ შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობიდან სარგებლის მიღების ამაზრზენ ფაქტზე, რომლებიც ფეისბუქის საშუალებითაც კი არ ერიდებოდნენ ტონობით წყლის გაყიდვას.

გავრცელდა ინფორმაცია მაღაზიის მესაკუთრეების შესახებ, რომლებიც 6 და 7 ევროდ ყიდიდნენ ერთ შეკვრა წყალს, რომელშიც ექვსი ბოთლი დევს. უფრო ტრაგიკული კი ის არის, რომ კერძო პირების მიერ წყლის  გაყიდვა ფეისბუქ მარკეტის საშუალებით დაფიქსირდა და არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია, რომ შეკვეთის შესრულების შემდეგ ანგარიშსწორება მოხდებოდა ადგილზე და მხოლოდ ნაღდი ფულით.

„თუ ასეთ დროს ჩვენს შორის ადამიანობა არ არის, რა ვთქვა? არ მჯერა, რომ ის არ არსებობს“-აცხადებს ვოლოსის მცხოვრები  ფაქტის შესახებ საუბრისას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *