Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა კილკისში: დაღუპულია ოთხი ადამიანი

ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 20 დაშავდა დღეს(10/09), გამთენიისას, ათენი-თესალონიკის ეროვნული გზატკეცილის 521-ე კილომეტრზე, პოლიკასტრო კილკის სიმაღლეზე მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, როდესაც ორსართულიან ტურისტულ ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილიდან გადაღებული სურათები შოკისმომგვრელია, მანქანა უფორმო მასად არის ქცეული და ავტობუსიც ძლიერ დაზიანებულია.

ავტომანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, ოთხივე მათგანი გარდაიცვალა. ავტობუსის სალონში, რომელსაც სერბული ნომრები ჰქონდა, თითქმის 80 ადამიანი იმყოფებოდა- მათგან 25 დაშავდა, გავრცელებული ცნობით, დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.

მძიმედ დაშავებულები თესალონიკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო შედარებით მსუბუქად დაშავებულებს კილკისის საავადმყოფოში მკურნალობენ.

ბოლო მონაცემებით, ავტომობილში, რომელსაც სერბული ავტობუსი დაეჯახა, ოთხი ხანდაზმული იმყოფებოდა, მის საბარგულში სათევზაო ინვენტარი აღმოაჩინეს. სამი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეოთხე კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

შეჯახების შემდეგ ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და გვერდით მინდორში დაეცა, ხოლო მსუბუქი ავტომობილი ასფალტზე დარჩა, რომელსაც შემდეგ მეორე გამვლელი მანქანა მსუბუქად  შეეჯახა, რომელშიც ქალი და მისი შვილი იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.

ტურისტული ავტობუსის დარჩენილი მგზავრების გადაყვანა კილკის ადგილობრივი KTEL-ის ავტობუსებით განხორციელდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *