Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

გარეცხილი საცვალი, ალკოჰოლის კვალი სხეულზე და წინააღმდეგობაში მოსული ჩვენებები – რატომ სდებენ ბრალს 65 წლის იტალიის მოქალაქეს განზრაც მკვლელობაში

გარეცხილი საცვალი, ალკოჰოლის კვალი სხეულზე და წინააღმდეგობაში მოსული ჩვენებები – რატომ სდებენ ბრალს 65 წლის იტალიის მოქალაქეს განზრაც მკვლელობაში

საბერძნეთში, ქალაქ ეღიოს მახლობლად მდებარე ლოღოსის დასახლებაში დააკავეს 65 წლის იტალიის მოქალაქე, რომელსაც ბრალად საკუთარი 54 წლის მეუღლის და მისი 26 წლის შვილის განზრახ მკვლელობა ედება.

სამართალდამცავმა ორგანოებმა კაცი საწყის ეტაპზე იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, თუმცა გამოძიების მსვლელობისას დამატებითი მტკიცებულებების აღმოჩენის შედეგად პროკურორმა ბრალის დამძიმების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სახლის კარსა და ფანჯრებზე ძალადობრივი შეღწევის კვალი არ არსებობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულის ჩანედის დროს სახლში უცხო პირი არ იმყოფებოდა.

პოლიციამ ეზოში იპოვა ახლად გარეცხილი საცვალი, რომელზეც სავარაუდოდ სისხლის კვალი იყო. ასევე, ეჭვმიტანილის დაკითხვისას სამართალდამცველებმა მისი სხეულიდან ალკოჰოლის ძლიერი სუნი იგრძნეს. მიუხედავად ამისა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ ჩანდა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა ხელები და სხეულის სხვა ნაწილები სპირტით გაიწმინდა, რათა შესაძლო კვალი გაენადგურებინა.

გამომძიებლების ყურადღება მიიპყრო მისმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებმაც. თავდაპირველად მან განაცხადა, რომ დილის 11:30 საათზე ექიმთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, მოგვიანებით კი თქვა, რომ როდესაც დიდი ხნით მოეფარნენ თვალს მისი პარტნიორი და შვილი მათი მოძებნა გადაწყვიტა. ამავე დროს ამტკიცებდა, რომ არც ყვირილი და არც გასროლის ხმა არ გაუგონია.

პოლიციამ მის ხელებზე ნაკაწრებიც აღმოაჩინა. გარდა ამისა, 54 წლის ქალის ფრჩხილებიდან ამოღებულია ბიოლოგიური მასალა, რომლის იდენტიფიცირების პროცესიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება.

დედა-შვილი საკუთარ სახლში, სისხლის გუბეში იპოვეს. 26 წლის ახალგაზრდა საკუთარ საწოლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მას თავში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა, ხოლო სხეულზე ბასრი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.

მისი 54 წლის დედა ოთახის შესასვლელთან იპოვეს. სასამართლო ექსპერტის დასკვნით, ქალს დანით მიყენებული ჭრილობების გარდა, თავდაცვისას მიღებული დაზიანებებიც აღენიშნება, რაც აშკარა ნიშანია იმისა, რომ თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილბდა.

გამომძიებლების ვერსიით, თავდამსხმელმა ჯერ 26 წლის მამაკაცს ესროლა თავში, შემდეგ კი დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ხმაურზე მისულ დედას კი მოგვიანებით თავადაც დაესხა თავს და მოკლა.

გამოძიება გრძელდება, თუმცა არსებული მტკიცებულებების საფუძველზე პოლიცია 65 წლის იტალიელს ორმაგი მკვლელობის მთავარ და სავარაუდოდ ერთადერთ ეჭვმიტანილად მიიჩნევს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *