Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილება 1 მილიონი დაკეტილი ბინის “გახსნის” შესახებ საბინაო კრიზისის და ქირის გადასახადის შესამსუბუქებლად

საბერძნეთის მთავრობა ქვეყანაში არსებული საბინაო კრიზისის შესამსუბუქებლად და ქირის მაღალი გადასახადის შესამცირებლად, მომავალში შენობების სარემონტო სამუშაოების სუბსიდირების პროგრამების ამოქმედებას გეგმავს.

ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე არსებული უძრავი ქონების ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს. ევროკავშირის მონაცემებით, მოსახლეობის 75.1% ფლობს უძრავ ქონებას სესხის გარეშე, მაგრამ საბინაო კრიზისი სახეზეა, რომელიც გამოწვეულია უძრავი ქონების ნაკლებობით, კრიზისის წლებში ნულოვანი სამშენებლო აქტივობის შედეგად და იჯარის მაღალი ფასებით. აქედან გამოსავალი შეიძლება იყოს 1 მილიონი ქონების ბაზარზე დაბრუნება, რომლებიც ამჟამად დაკეტილია, რაც კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას.

პრემიერ მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, განიხილება დაკეტილი სახლების განახლებისა და ბაზარზე გატანის პროექტის დაწყება. იმის გამო, რომ ახალი საბინაო პოლიტიკა ერთ წელზე მეტია რაც ამოქმედდა, საბინაო კრიზისის შეჩერების ღონისძიების პაკეტის განხორციელებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, მთავრობის სრული გეგმა კი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.

მთავრობამ მოამზადა 2,2 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი, რომელიც განსაზღვრულია დაახლოებით მილიონი ბინის გასახსნელად და ბაზარზე გასატანად, რომელსაც მათი მფლობელები დაკეტილ მდგომარეობაში ინახავენ.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაკეტილი ქონების მფლობელების საგადასახადო, ან სხვა სახით წახალისება, რათა განაახლონ ისინი და ხელმისაწვდომი გახადონ ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელ ფასად.

ასევე წყვილებისთვის სახელწიფო ქონების მიწოდება გრძელვადიანი იჯარით და იჯარის გაცემა საცხოვრებელი ფართების მშენებლობის დაუყოვნებლივ დასაწყებად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *