Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

შოუ მექსიკის კონგრესში-“უცხოპლანეტელთა ცხედრები” წარდგენილი იქნა ცნობილი უფოლოგის მიერ

დღეს, კონგრესში მექსიკელ პოლიტიკოსებს 1000 წლის წინანდელი ” არამიწიერი” წარმოშობის გვამები წარუდგინეს.

ეს ორი პატარა ადამიანის მსგავსი ჩონჩხი ამოღებული იქნა კუსკოდან, პერუში და წარადგინეს კონგრესში, რამაც მღელვარება გამოიწვია უცხოპლანეტელებზე შეთქმულების თეორიტიკოსთა საზოგადოებაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი და უფოლოგი ჯეიმე მაუსანი, რომელმაც ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ ეს ორი მუმიფიცირებული სხეული არ არის მიწიერი წარმოშობის, რადგან მათი დნმ-ის მესამედი უცნობი რჩება, იტყობინება მექსიკის მედია.

მაუსანმა განუცხადა დამსწრეებს, რომ წარმოდგენილი ნიმუშები შეისწავლეს მექსიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებმაც მოიპოვეს დნმ-ის ნიმუშები რადიოკარბონული დათარიღების გამოყენებით.

დნმ-ის სხვა ნიმუშებთან შედარებისას გაირკვა, აღნიშნული ნიმუშების დნმ-ის 30%- ზე მეტი უცნობი წარმომავლობის იყო.

აღსანიშნავია, რომ მაუსანი ცნობილია თავისი პრეტენზიებით ” უცხო” აღმოჩენების შესახებ, რომლებიც მოგვიანებით არ დადასტურდა. მათ შორის 2017 წელს პერუში ნაპოვნი ხუთი მუმია, რომლებიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ბავშვები იყვნენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *