Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ვენეციაში ბერძნულ გემზე 850კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს

იტალიის ხელისუფლების მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ვენეციაში მდგომ   სატვირთო გემზე, რომელიც პანო ლასკარიდის კუთვნილი კომპანიის-“Laskaridis Shipping”   საკუთრებშია, 150 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი  აღმოაჩინეს.

სპეციალურად მომზადებულ რეპორტაჟში ნაჩვენებია ვენეციაში,  ვერტმფრენიდან გადაღებული   კადრები,  თუ როგორ იქნა ამოღებული  ბერძნული გემიდან სავენტილაციო მილებში დამალული,  შავ  პლასტმასში შეფუთული  ნარკოტიკების ბლოკები,

სულ ამოღებულია 850 კგ რაოდენობის 570 შეფუთვა.

ნარკოტიკების  ძებნას რამდენიმე დღე დასჭირდა.

ბორტზე მყოფი არც ერთი მეზღვაური არ არის დაკავებული.

საკონტეინერო გემები, როგორც წესი,  ხშირად ხდებიან ნარკოტიკების კონტრაბანდისტების სამიზნე, თუმცა მსგავსი შემთხვევისგან  არც სამგზავრო გემები არიან დაზღვეული.

სატვირთო გემი  ბრაზილიიდან 23 მარტს გაემგზავრა და ვენეციაში 17 აპრილს ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით ლასკარიდის გადამზიდავი კომპანია თანამშრომლობს იტალიის ხელისუფლებასთან და ადგილობრივ პოლიციასთან.

წინასწარი გამოძიებით დგინდება, რომ არც გემი და არც ეკიპაჟი  ამ საქმეში არ მონაწილეობდა.

კონტრაბანდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ იპოვა მაშინ, როცა გემი ვენეციაში იდგა.

ამის შემდეგ იტალიის ხელისუფლებამ გემს კომერციული საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცა, რომელიც დაუყოვნებლივ დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *