Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

დააკავეს ნარკოდანაშაულისთვის ძებნილი 41 წლის მამაკაცი – მის ბინაში 650 000 ევროზე მეტი იპოვეს

დღეს, პარასკევს, ათენში ატიკის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 41 წლის ძებნილი მამაკაცი, რომლის წინააღმდეგაც აღძრული იყო საქმე ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებული 41  წლის მამაკაცის საცხოვრებელ ბინაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით ჩატარებული ჩხრეკის დროს, კარადაში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს და ჩამოართვეს:

5 კილოგრამი და 30 გრამი კოკაინი, 4 კილოგრამი და 290 გრამი გადამუშავებული კანაფი, 4 კილოგრამი და 290 გრამი ნედლი კანაფი, 649,050 ევრო, 24,910 აშშ დოლარი, 420 ბრიტანული ფუნტი,პისტოლეტი, პისტოლეტის 50 ტყვია, პისტოლეტის 2 ბუდე და ელექტრონული სასწორი.

დაკავებული ათენის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *