Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

დააკავეს 63 წლის პედოფილი, რომელიც არასრულწლოვანს უხამსი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა

გუშინ, შუადღისას, ომონიის მოედანზე პოლიციამ დააკავა 63 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელ ქმედებაში იქნა ბრალდებული.

კერძოდ, ხუთშაბათს საღამოს მოძალადემ 14 წლის გოგონას ტელეფონზე უხამსი შინაარსის შეტყობინება გაგზავნა და შეხვედრა სთხოვა.

შეშინებულმა მოზარდმა შეტყობინება თავის 15 წლის მეგობარ გოგონას აჩვენა, რომელმაც თავისი მობილურით  დაფიქსირებულ ნომერზე დარეკა, რათა გაერკვია უბრალოდ მათი რომელიმე მეგობარი ხომ არ ხუმრობდა,  რის შემდეგაც მოძალადემ მის   ტელეფონზეც დაიწყო   უცენზურო შინაარსის შემცველი მესიჯების და ფოტოების გაგზავნა.

მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა დედას შეატყობინა, რომელმაც მამაკაცს დაურეკა და შეეცადა პასუხი მოეთხოვა მისთვის აღნიშნულ ქმედებაზე.

როდესაც მამაკაცი მიხვდა თუ ვინ ესაუბრებოდა ტელეფონი გათიშა, ხოლო მეორე დღეს ბოდიში მოუხადა გოგონას და განაცხადა, რომ  მესიჯები და ფოტოები მისთვის არ იყო განკუთვნილი.

ქალმა გადაწყვიტა მახე დაეგო მოძალადისთვის და მისი ნებართვით 15 წლის გოგონა მამაკაცს თვითონ დაუკავშირდა,  დაარწმუნა რომ დედა ვერაფერს გაიგებდა და სთხოვა შეხვედრა.

მას შემდეგ რაც გოგონამ  მისი დარწმუნება მოახერხა, მამაკაცმა  შეხვედრა ომონიის მოედანზე დაუნიშნა, დედამ კი ამის შესახებ პოლიციას აცნობა.

შეხვედრის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს 63 წლის მამაკაცის ვინაობის დადგენა.

ის დააკავეს და წინასწარი გამოძიების მიზნით პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს, რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა.

ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ის გენიმატას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, შემდეგ კი პროკურატურაში იქნა გადაყვანილი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *