Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა აგრინიოში, დაშავებულია სამი ადამიანი

მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აგრინიოში, ახელუს ხიდზე, სტრატოს ეტოლოაკარნანიას რაიონში, რა დროსაც ორი მსუბუქი  ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად მძიმე იყო, რომ ერთი მანქანიდან დაშავებული მძღოლი ქალის ამოყვანა  მხოლოდ  ადგილზე მისული სახანძრო სამაშველო ბრიგადის დახმარებით იქნა შესაძლებელი, რომელიც შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში  გადაიყვანეს.

სამაშველო ოპერაციაში სულ 11 მეხანძრე-მაშველი 5 ავტომობილით  მონაწილეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეორე მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც  მსუბუქი დაზიანებებით  ასევე აგრინიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *