Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

დამნაშავეთა დაჯგუფება ათენიდან იპარავდა ტანსაცმელს და ტირანაში ყიდდა

დამნაშავეთა დაჯგუფება ათენიდან იპარავდა ტანსაცმელს და ტირანაში ყიდდა

ტანსაცმლის მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებს როგორც ტურისტები ისე სტუმრობდნენ, ირჩევდნენ სასურველ პროდუქციას და როგორც კი დროს იხელთებდნენ იპარავდნენ ყველაფერს, რაც მიზანში ჰქონდათ ამოღებული. 

მოპარული ტანსაცმელი ალბანეთში გადაჰქონდათ და ტირანაში გახსნილ ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში ყიდდნენ. 

დამნაშავეთა დაჯგუფებას სათავეში 54 წლის ქალი უდგას, რომლის 4 ოჯახის წევრიც დაჯგუფების აქტიური მონაწილეა. 

დამნაშავეების დასაკავებლად ათენის სამართალდამცავმა ორგანოებმა ალბანეთის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით სპეცოპერაცია ჩაატარეს. 

სპეც ოპერაციის ფარგლებში დააკავეს დამნაშავეთა დაჯგუფების 8 წევრი რომელთა ასაკიც 33-დან 63 წლამდე მერყეობს. იძებნება დაჯგუფების კიდევ 4 წევრი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *