Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კომოტინი: პაციენტს, რომელიც იწონის 360 კილოგრამს უარს ეუბნებიან საავადმყოფოში გადაყვანაზე

კომოტინში მცხოვრები შერიფ სიაჰინი, რომელსაც მძიმე კლინიკური სიმსუქნის დიაგნოზი დაუსვეს, წლებია უპრეცედენტო ტანჯვას განიცდის მისი წონის გამო.

საბოლოოდ მან გადაწყვიტა საჩივარი შეეტანა, რადგან სასწრაფო დახმრების სამსახური უარს აცხადებს მის მომსახურებაზე, რადგან ის იწონის 360 კილოგრამს, რაც შეუძლებელს ხდის მის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაყვანას.

პრობლემა ცოტა ხნის წინ გამოიკვეთა, როდესაც 58 წლის შერიფს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

„112-დან ყოველთვის ეუბნებიან, რომ ჭარბწონიანია და ამიტომ სასწრაფოს არ უგზავნიან“, –   აცხადებს ინვალიდის ადვოკატი .

58 წლის მამაკაცი საწოლშია მიჯაჭვული და მეუღლის ერთპიროვნული მხარდაჭერით ცდილობს გადარჩეს.

“ადამიანი იტანჯება, რადგან არც ერთი საავადმყოფო არ იღებს, ერთადერთი რითიც ეხმარებიან არის ის, რომ მასთან დროდადრო აგზავნიან ექიმს ნემსის გასაკეთებლად”, აცხადებს  ადვოკატი და ხაზს უსვამს სასწრაფო დახმარების აუცილებლობას, რადგან მამაკაცს არ შეუძლია საწოლიდან ადგომაც კი მუდმივი ტკივილების გამო და სჭირდება ინექცია, რომ ტკივილები შეუმსუბუქდეს.

მაგრამ მისი ტანჯვა აქ არ მთავრდება, რადგან 58 ინვალიდმა მიიღო თანხმობა რიოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან შესაბამის მკურნალობაზე წონის დასაკლებად, მაგრამ  მას არ შეუძლია ისარგებლოს შეთავაზებული მომსახურებით, რადგან ჯერ უნდა გაიაროს სპეციალური გამოკვლევები კომოტინის საავადმყოფოში, თუმცა კომოტინის საავადმყოფოში გადასაყვანად  დახმარებას ის ამ დრომდე ამაოდ ელოდება!

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *