Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თავდასხმა მძღოლზე: მგზავრებით სავსე ავტობუსს ყვავილის ქოთანი ესროლეს

აგიო ანარგირში უცნობი პირები მოძრავ ავტობუსს დაესხნენ  თავს. თავდასხმა 4 ოქტომბერს საღამოს, დაახლოებით 23:40 საათზე, 704 ავტობუსის ხაზზე (კამატერო – წმინდა ანარგირის მოედნის შემოვლითი გზა) მოხდა.

ავტობუსს, რომელიც მარშრუტს ასრულებდა და მგზავრები გადაჰყავდა, ყვავილის ქოთანი ესროლეს, რომელიც მძღოლის ფანჯარაში შევარდა და წინა კარს შეეჯახა. მძღოლი ცოტა წინ რომ ყოფილიყო, თავს სერიოზულად დაუზიანებდა. როგორც  მედია იტყობინება, მძღოლმა პოლიცია გამოიძახა და ინციდენტი ჩაწერა.

„წუხელ, 23:20 საათზე  მარშრუტს ვასრულებდი, ჩემთან ერთად იმყოფებოდა ჩემი კოლეგა, რომელიც წინ იჯდა. “ხასიას მე-4” გაჩერებასთან მიახლოებისას მარცხნივ გადახვევის მომენტში ვიღაცამ ისროლა ყვავილის ქოთანი, რომელიც შემოვარდა მძღოლის მხარეს ღია ფანჯარაში, დაეცა ჩემი კოლეგის ფეხებთან და გატყდა. ვერ დავინახე ვინ იყო. შემეშინდა და მაშინვე პოლიციას შევატყობინე, მარშრუტი დავასრულე, რადგან ავტობუსში ხალხი იყო. ინციდენტი პოლიციამ დააფიქსირა.

უპრეცედენტო ინციდენტზე ისაუბრა OASA-ს მუშათა კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრმა ფოტის ნიკოლაკოპულოსმა, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი და გამოხატა თავისი შეშფოთება, როგორც თავად ამბობს: „წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ეს ქოთანი მძღოლს რომ მოხვედროდა და  ავტობუსსს მართვა დაეკარგა, საგნის სროლა ავტობუსში, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს, დანაშაულია“.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *