Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კერაცინი: «მინდა, ციხეში წავიდეს», ამბობს ბაბუის მიერ გაუპატიურებული არასრულწლოვანის მამა

კერაცინი: «მინდა, ციხეში წავიდეს», ამბობს ბაბუის მიერ გაუპატიურებული არასრულწლოვანის მამა

ფრთხილად იყავით ახლობლების მიმართ, ეს ძირითადად ხდება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელით, ხაზგასმით აღნიშნა მან

კერაცინელი არასრულწლოვანი გოგონა კოშმარში ცხოვრობდა 78 წლის ბაბუის ხელში, რომელიც მასზე სავარაუდოდ 9 წლის ასაკიდან ძალადობდა.

ბავშვი 2017 წლიდან ჩუმად ითმენდა ბაბუას ავადმყოფურ ქმედებებს, მაგრამ შარშან გადაწყვიტა მეგობარს დალაპარაკებოდა რის შედეგადაც მოხუცის ავადმყოფური ქმედება გამოიკვეთა.

„ასეთ სიახლეებს ტელევიზორში ვუყურებთ, მაგრამ სხვაა, როცა შენ კარზე მოგიკაკუნებს. ყველას ეჭვის თვალით უყურეთ, ფრთხილად იყავით ბაბუასთან ან ბიძასთან ურთიერთობისას. ეს ძირითადად ხდება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელით. ჩვენ ეს არ ვიცოდით. ეხლა გავიგეთ“, – განაცხადა 15 წლის გოგონას მამამ Star-თან საუბრისას.

და დასძინა: ”იმ მომენტიდან, რაც მან ეს საიდუმლო მეგობარს უთხრა, მძიმე ტვირთი მოეხსნა. პედოფსიქოლოგებთანაც ვიყავით და ბავშვი კარგად არის. ვეხმარებოდი მას ფინანსურად, მატერიალურად, ზოგადად ყველაფერში. მე არაფერს ვითხოვ ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ მინდა ციხეში წავიდეს ამ სამარცხვინო ქმედების სახელით. არის პროკურატურის ბრძანება. დაკავებულია. საქმე სწორ გზაზეა.”

78 წლის მამაკაცს ბრალი არასრულწლოვნის არაერთხელ გაუპატიურებაში, განმეორებით სექსუალურ აქტებსა და 14 წლამდე არასრულწლოვანზე ძალადობაში ედება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *