Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

დიდი ოდენობით ჯარიმები საწვავის გაყალბებაში ჩართული პირებისთვის

ახალი, უმკაცრესი ზომები ამოქმედდა იმ  ავტოგასამართი სადგურების და შესაბამის ბიზნესში ჩართული პირების მიმართ, რომლებიც ავტომანქანების საწვავს აყალბებენ,  ურევენ რა მასში ნავთობის ზეთებს და სხვადასხვა მინარევებს და გამხსნელებს.

აღნიშნული ქმედება პირველ რიგში ზიანს აყენებს და მწყობრიდან გამოჰყავს ავტომობილები, ხოლო მეორეს მხრივ მსგავსი ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს საგადასახადო შემოსავლებს, რადგან აღნიშნული პირები  დაბალხარისხიან საწვავს შემდგომში, შესყიდვის ღირებულებასთან შეუსაბამოდ  დაბალ ფასში ყიდიან.

აღნიშნულია, რომ სულ ცოტა ხნის წინ 150 000 ევროს ღირებულების ჯარიმა დააკისრეს ბენზინგასამართ სადგურებს რომლებიც ფალსიფიცირებულ ბენზინს ყიდდნენ.

საწვავის ნიმუშების კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბენზინი 100%-ით იყო გაყალბებული ნავთობის ზეთების მინარევებით.

შესაბამისი მაკონტროლებელი უწყების განცხადებით ბოლო 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მიზეზების გამო 3000- მდე ბენზინგასამართი სადგური დაიხურა.

თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება, რადგან ბოლო წლებში საწვავზე საგრძნობლად გაზრდილი ფასები და შესაბამისად გაზრდილი სახელმწიფო გადასახადები უბიძგებს  “გონებამახვილ”  მფლობელებს,  მოგების გაზრდის მიზნით გააფუჭოს საწვავის ხარისხი.

გაჟღერდა მოწოდებები და რეკომენდაციები მთავრობის მისამართით, რათა შეიცვალოს კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს  სადგურებს  გაყიდონ საწვავი ქარხნის ფასებზე დაბალ ფასად და ხელი შეუწყონ ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ბაზრის ჩამოყალიბებას.

მომხმარებელს  კი  ისღა დარჩენია გამოიჩინოს სიფრთხილე და ისარგებლოს იმ ბენზინგასამართი სადგურით, რომლის კეთილსინდისიერ მომსახურებაშიც დარწმუნებულია.

საბერძნეთი: არასრულწლოვანებმა თანაკლასელზე ფიზიკურად იძალადეს

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *