ხუთშაბათს ტაქსის მძღოლები გაფიცვას აცხადებენ
ხუთშაბათს ტაქსის მძღოლები გაფიცვას აცხადებენ
2025 წლის 23 იანვარს, ხუთშაბათ დღეს დილის 09:00 საათიდან შუადღის 15:00 საათამდე გაიფიცებიან ტაქსის მძღოლები.
გაფიცვის გადაწყვეტილება ათენის ტაქსის მძღოლთა კავშირის დირექტორთა საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
გუშინდელ სხდომაზე განხილულ იქნა საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ახალი კოდექსის შესახებ შემუშავებული კანონპროექტიც.
გაფიცვის ფარგლებში იგეგმება საპროტესტო მსვლელობა ტრანსპორტის სამინისტროსთან.
ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა მოითხოვოს ავტობუსების ხაზით სარგებლობა ტაქსებისთვისაც.
Facebook Comments Box
