Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

დღეს დები ღეორღიუს მისი მეგობრები სანაპიროზე გამართული ფართით გამოემშვიდობებიან

დღეს დები ღეორღიუს მისი მეგობრები სანაპიროზე გამართული ფართით გამოემშვიდობებიან

დღეს, 12:00 საათზე მეგობრები და ნათესავები სამუდამოდ გამოემშვიდობებიან დები ღეორღიუს, რომელიც მოულოდნელად 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დების ათენის პირველ სასაფლაოზე დაკრძალავენ. გარდაცვლილის უკანასკნელი სურვილი იყო მის დაკრგძალვაზე ყველას თეთრი ფერის სამოსი სცმოდა. მისი მეგობრები და ნათესავები მის უკანასკნელ სურვილს აუცილებლად შეასრულებენ.

გარდაცვლილი და მისი პარტნიორი, მარიალენა ქსირომერიტი სექტემბერში დაქორწინებას აპირებდნენ. მარიალენამ დღეს მის პირად ინსტაგრამ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ გააგრძელებს კუნძულ პაროსზე იმ რესტორანში მუშაობას, სადაც დებისთან ერთად მუშაობდა. “ხვალ ყველა ერთად გამოვემშვიდობებით დების ათენის პირველ სასაფლაოზე, 12:00 საათზე. შენ ეს შეძელი ჩემო სიყვარულო, გავაგრძელებ შენს საქმეს, იმას რაც დაიწყე და რაზეც ყოველთვის ოცნებობდი.” 

დაკრძალვის შემდეგ მასტერშეფის ყოფილი მონაწილის მეგობრები ბარ Μετς-ში გადაინაცვლებენ, ხოლო პარასკევს, 26 ივლისს კი დიდ გამოსამშვიდობებელ წვეულებას მოაწყობენ კუნძულ პაროსზე მდებარე სანაპირო ბარში და კიდევ ერთხელ გამოემშვიდობებიან მათ საყვარელ მეგობარ დების მზის ჩასვლის ფონზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *