Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
შაბათი, აგვისტო 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მითები საკვებთან დაკავშირებით – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტების შერჩევისას

მითები საკვებთან დაკავშირებით – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტების შერჩევისას

ბოლო წლებში მომხმარებლები სულ უფრო ხშირად აწყდებიან ინფორმაციას და დეზინფორმაციას საკვების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ. გამომდინარე აქედან პროდუქტის ავთენტურობის, შემადგენლობისა და ეტიკეტის სწორად წაკითხვის ცოდნა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით კი საკვების ფასების ზრდის ფონზე.

ეტიკეტის კითხვისას აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ინგრედიენტებს, პროდუქტის წარმოშობის ქვეყანას, შენახვის პირობებსა და ვარგისიანობის ვადას.

არსებობს რამდენიმე გავრცელებული მითი საკვებზე. მაგალითად, დაკრისტალებული თაფლი არ ნიშნავს, რომ ის უხარისხოა — ეს ხშირად ბუნებრივი პროცესია. ასევე, მღვრიე ზეითუნის ზეთი ავტომატურად უკეთეს ხარისხს არ ნიშნავს. პროდუქტის მაღალი ფასი კი ყოველთვის არ არის მისი უკეთესი ხარისხის გარანტია.

ექსპერტები გვირჩევენ, ფრთხილად ვიყოთ პროდუქტებთან, რომლებსაც ძალიან ბევრი დანამატი და რთული შემადგენლობა აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია განსხვავების ცოდნა წარწერებს შორის: „ვარგისია მოხმარებისთვის“ დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, ხოლო „საუკეთესოა გამოყენებული იქნას ამ თარიღამდე“ ძირითადად ხარისხთან.

ზეითუნის ზეთის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მჟავიანობას, წარმოშობას და ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. ტერმინები, როგორიცაა „ნატურალური“, „ტრადიციული“ ან „ხელნაკეთი“, თავისთავად ხარისხის ოფიციალურ გარანტიას არ წარმოადგენს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *