Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

არტა: მან დააყენა კამერა ჰაშიშის პლანტაციისთვის

უცხოელი მამაკაცი ამუშავებდა საკმაოდ დიდ ჰაშიშის პლანტაციას მიტოვებულ მიწის ნაკვეთზე არტას მიდამოში, რომელსაც ის აკონტროლებდა- კამერით!

ბოროტმოქმედს ხის თავზე ჰქონდა დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა ინტეგრირებული მზის პანელით, რაც უზრუნველყოფდა უწყვეტი ენერგიის მიწოდებას.

ტექნოლოგია მობილიზებული იყო მიზნით, თავიდან აეცილებინა არასასურველი „ვიზიტები”.

კამერა სრულად ორგანიზებული პლანტაციის თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავდა, მაგრამ უშიშროების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და სისტემატური გამოძიების შემდეგ მიაკვლიეს უცხოელის კვალსაც, რომელმაც ის დაამონტაჟა.

პოლიციამ 0,50-დან 2,60 მეტრამდე სიმაღლის 63 ნერგი აღმოაჩინა, ჩამორთმეული იქნა სარწყავი და კულტივირებისთვის საჭირო სხვადასხვა ატრიბუტები.

უცხოელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ნარკოტიკების კულტივაციის ფაქტზე და დაკავებული არტას პროკურატურაში გადაიყვანეს, თუმცა იძიებენ, ჰქონდა თუ არა მას დრო პლანტაციის მოსავლის აღებისთვის და კანაფის წარმოება-რეალიზაციისათვის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *