Latest news
წყალი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან უნდა ვაჩუქოთ თუ არა ტექნოლოგიას მეორე სიცოცხლე ტრიკალას ციხეში პირველი წყვილი დაქორწინდება კარდიცა: 9 წლის სოტირის ინიციატივის შედეგად მოსხატოს ტბა 3 ტონა ნარჩენებისგან გაწმინდეს ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები 16 ივნისიდან ამოქმედდება ვრცელდება მოწმეების ჩვენებები კუნძულ როდოსზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დააკავეს კაცი, რომელსაც ალექსანდრას მეტროს მშენებლობისთვის საჭირო ამწე ჰქონდა ოკუპირებული სანტორინი: ქურდობისთვის 3 ქალი დააკავეს ევროვიზია: საბერძნეთმა კონკურსზე მე-10 ადგილი დაიკავა საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება
ხუთშაბათი, მაისი 21, 2026
მსოფლიო

ელ ჩაპო: გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში მისი მეუღლე ლოს-ანჯელესის კლუბში ერთობოდა

ცნობილი მექსიკური კარტელის ლიდერის ხოაკინ ელ ჩაპო გუზმანის მეუღლე ციხიდან  ვადამდელი გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ლოს ანჯელესის კლუბში გრანდიოზულ წვეულებას დაესწრო.

33 წლის ემა კორონელ აისპუროს საპატივსაცემოდ წვეულება მისმა ადვოკატმა მოაწყო. დამსწრეებმა იხილეს როგორ ტკბებოდა სასმელით სილამაზის ყოფილი დედოფალი და ინაზღაურებდა ციხეში ყოფნისას დაკარგულ დროს. 33 წლის ქალი უმეტეს დროს უცხო თვალისგან მოშორებით, განმარტოებული ატარებდა.

აიპურო ოთხშაბათს დილით გაათავისუფლეს კალიფორნიის სარეაბილიტაციო ცენტრში ორი წლის გატარების შემდეგ. 2021 წლის ნოემბერში მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც აღიარა მონაწილეობა ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრების შეთქმულებაში, რომელიც დაკავშირებულია მისი მეუღლის სინალოას კარტელთან.

ის თავდაპირველად ტეხასის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ კი კალიფორნიის ციხეში იხდიდა სასჯელს. პატიმრობის გარდა აიპურომ ჯარიმის სახით 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ხოაკინ გუსმან ლოერა, აგრეთვე ცნობილი როგორც ელ ჩაპო-მექსიკელი ნარკობარონი, სინალოას კარტელის ყოფილი ლიდერი. ხოაკინი 2003 წელს გახდა მექსიკის ყველაზე გავლენიანი ნარკობარონი მისი მეტოქის ოსეილ კარდენასის დაპატიმრების შემდეგ და 2014წლამდე ცნობილი იყო როგორც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ნარკოტრაფიკიორი.

რამოდენიმე პატიმრობის შემდეგ ის საბოლოოდ მაინც  ახერხებდა ციხიდან გაქცევას, თუმცა მექსიკის ხელისუფლებამ ის 2016 წელს ისევ დააპატიმრა და ერთი წლის შემდეგ მისი ექსტრადიცია განხორციელდა შეერთებულ შტატებში, სადაც სამუდამო სასჯელს იხდის.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *