Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
Uncategorizedსაბერძნეთისამართალი

დედა შვილს დაემუქრა: ,,მჟავას შეგასხამ“

ვოლოსი: დედა საკუთარ შვილს დაემუქრა: ,,სოფელში ჩამოვალ და მჟავას შეგასხამ“

სამართალდამცავებმა საქმე ქალაქ ვოლოსში აღძრეს, სადაც 80 წლის დედა საკუთარ შვილს ემუქრებოდა.
80 წლის დედას, რომელიც ვოლოსში 60 წლის შვილს სიცოცხლისათვის საშიში ქმედებებით ემუქრებოდა, 14 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგანაც იგი დამნაშავედ სცნეს საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ უწყვეტი მუქარის, შეურაცხყოფისა და სისტემატიური ძალადობის გამო.

ლივადია: ხანშიშესულ ქალბატონს თვითმარქვია ექიმმა 15. 000 ევრო დასტყუა

როგორც ხაზგასმით აღინიშნა, gegonota.news-ის ცნობით, აშშ-ში მცხოვრებმა 80 წლის ქალმა, სავარაუდოდ, მუქარის შეტყობინებები გაუგზავნა საკუთარ შვილს, სადაც იმუქრებოდა, რომ ჩამოვიდოდა საბერძნეთში, სადაც 60 წლის მამაკაცი ცხოვრობს, მჟავას შეასხამდა თავად შვილს და მის მცირე ბიზნესს კი, ცეცხლს წაუკიდებდა.

„ჩამოვალ სოფელში და მჟავას შეგასხამ“ – წერს ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მესიჯში, რის გამოც მის წინააღმდეგ სარჩელი 2022 წლის აგვისტოში აღიძრა. აღსანიშნავია, რომ ქალის წინააღმდეგ სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოსცა, რომელიც მან უხეშად დაარღვია…

ბოლო წლებში საბერძნეთში მცხოვრებ 60 წლის მამაკაცს, სასამართლო პროცესზე არ განუმარტავს, თუ რის გამო დაერღვა მას ურთიერთობა დედასთან, რომელიც შვილს სასიკვდილოდ იმეტებდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *