Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ზაკინთო: მერის მოადგილემ ორი არასრულწლოვანი ძმა დახრჩობას გადაარჩინა – „ღვთისმშობელმა სასწაული მოახდინა

სამშაბათს, 15 აგვისტოს, ზაკინთოს არტემისიონის მუნიციპალური ერთეულის მერის მოადგილემ, ხრისტოს პასტრასმა, მარათონისში, დახრჩობის საფრთხის წინაშე მყოფი ორი არასრულწლოვანი ძმის გადარჩენა მოახერხა.

ზღვაში შესული, დახრჩობის საფრთხის წინაშე მყოფი ორი ბიჭი, 12 და 15 წლის,  ცდილობდნენ წყლის ზედაპირზე თავის შეკავებას, სანაპიროზე მყოფებს კი ეგონათ, რომ ისინი უბრალოდ ზღვაში თამაშობდნენ. ბატონი პასტრასი მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო- მან  მოახერხა მათი გადარჩენა და ნაპირზე გაყვანა. ამბის მშვიდობიანად დასრულების შემდეგ კი სიხარულითა და კმაყოფილებით განაცხადა- „ღვთისმშობელმა სასწაული მოახდინა“.

„არ არსებობს იმაზე დიდი კმაყოფილება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. წარმოიდგინეთ, როგორ ვგრძნობ თავს. ღვთისმშობელმა დღეს მოახდინა თავისი სასწაული, მან თვალი მიაპყრო ორ ძმას, თხუთმეტი წლის კოლინზს და თორმეტი წლის უესლის, ყველას შორიდან ეგონა, რომ ისინი ზღვაში თამაშობდნენ, მაგრამ ცურვა არ იცოდნენ ერთმანეთის ზედაპირზე დაჭერას ცდილობდნენ… მადლობას ვუხდი ღვთისმშობელს, რომ დამეხმარა, ძალა მომცა და ბიჭები ნაპირზე გავიყვანე“, – წერს ის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *