Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ზეთისხილის მოსაკრეფად მუშახელი დღიური საფასურის მომატებას ითხოვს

ზეითუნის ზეთი სულ უფრო და უფრო ძვირდება. ფასების მიღმა, რომელსაც მომხმარებლები ხედავენ თაროებზე, როგორც ჩანს, წარმოების პროცესთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა დგას.

ზეითუნის ზეთი უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ოდესმე და მწარმოებლები მესინიიდან, კრეტამდე და ჩრდილოეთ საბერძნეთამდე ამას მათ წინაშე არსებული პრობლემებით ხსნიან. წარმოების პროცესის ღირებულების ზრდას მოაქვს საბოლოო პროდუქტზე ფასის ზრდა. წელს შრომა უფრო მკაცრია, ვიდრე ოდესმე და ხელფასები გაიზარდა. მუშები, რომელთაგან ბევრს გამოცდილება არ აქვს, ზეთისხილის მოსაკრეფად დღეში 60 ევროსაც კი ითხოვენ. მწარმოებლები ამბობენ, რომ ვერ აკმაყოფილებენ ხარჯებს და შემდგომში ფასების კიდევ ზრდას ვარაუდობენ.

ზეთისხილის კორომების მფლობელებს წელს ზეთისხილის ნაყოფის მოსაკრეფად უცხოელების პოვნა უჭირთ. მუშახელის ნაკლებობამ ზეთისხილის მოსავლის აღების დღიური ხელფასიც გაზარდა.

ირაკლიოს შრომის ცენტრი, მუშახელის დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად, „აწარმოებს“ პროგრამას, რომელიც უმუშევრებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ პირველ სექტორში, კონკრეტულად კი ზეთისხილის სექტორში, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარჯების დაფარვით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *