Latest news
მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა კურიერით ამანათის მიღებისას ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა უქმდება ფილიპოს კამბურისის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას აკეთებს სალონიკი: ბინის მეპატრონეს სტუდენტის ფარულად გადაღებისთვის 2 წლით პატიმრობა შეეფარდა საბერძნეთი: ეკლესია სასულიერო პირების სოც.ქსელებში აქტიურობის წესების განსაზღვრას ცდილობს კიფსელი: მეტროს მშენებლობითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული შენობებისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დო... ათონის მთის ადმინისტრატორი: მონასტრები რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარს უჭერენ ეს ყველასთვის კარგად ცნობ... რა უნდა გვედოს ავტომანქანის აფთიაქში ჯარიმის თავიდან ასაცილებლად  საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება
ხუთშაბათი, ოქტომბერი 8, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

თაღლითმა მოხუცს მოტყუებით ელექტრიკოსად წარუდგინა თავი და გაძარცვა

ძარცვის უჩვეულო შემთხვევა მოხდა ლარისაში. პარასკევს საღამოს მძარცველი 80 წლის მოხუცის ბინაში მივიდა როგორც ელექტრიკოსი მიზეზით, თითქოსდა ელექტროენერგიის მრიცხველი მწყობრიდან იყო გამოსული, ბევრს წერდა და შესაკეთებლად გაგზავნეს.

მოხუცმა ის უპრობლემოდ შეუშვა სახლში, ცოტა ხნის შემდეგ კი  მან ქალს უთხრა, რომ  არსებობდა საშიშროება მრიცხველის აფეთქების და ხანძრის გაჩენის და შეშინებული მოხუცი აიძულა სახლში არსებული ძვირფასი ნივთები და ფული საწოლზე მოეგროვებინა და ზემოდან საბანი  გადაეფარებინა, რომ აფეთქებას არ დაეზიანებინა.

ამგვარად თვითონ მოხუცის ხელით ერთ ადგილას მოგროვილი აღმოჩნდა 50 000 ევრო ნაღდი ფული, 20 ოქროს მონეტა და დიდი ოდენობით ძვირფასი სამკაულები.

ამის შემდეგ “ტექნიკოსმა” სთხოვა მოხუცს სამზარეულოში გასვლა და ელექტრო ღუმელის ჩართვა შესამოწმებლად, მუშაობდა თუ არა და როგორც კი ქალი მეორე ოთახში გავიდა, მოაგროვა “განძი” და ბინიდან  უკვალოდ გაუჩინარდა.  თაღლითობის შესახებ მოხუცმა მაშინვე შეატყობინა ლარისას პოლიციას განყოფილებას, რომელიც დამნაშავის იდენტიფიცებას ცდილობს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *