Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ჩრდილოეთის ნათებამ საბერძნეთამდე მოაღწია: წითელი ცა ცენტრალურ მაკედონიაში

კვირას ღამით მზის ზედაპირზე ძლიერმა აფეთქებამ მასიური გეომაგნიტური ქარიშხალი გამოიწვია. მოვლენა შესამჩნევი იყო ბალკანეთის ქვეყნებში და მათ შორის საბერძნეთშიც მას შემდეგ, როდესაც ცა ჟოლოსფრად შეფერადდა. ძალიან იშვიათმა, წითელი ავრორას ფენომენმა  უპრეცედენტო სანახაობა აჩუქა  ცენტრალური მაკედონიის მაცხოვრებლებს.

როგორც ფეისბუქ მომხმარებლები აღნიშნავენ,  წითელი ნათება საკმაოდ შესამჩნევი იყო საქართველოს ცაზეც.

სანახაობა უზარმაზარ ცეცხლოვან ფრონტს ჰგავდა, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ჩრდილოეთის ნათება, უკიდურესად იშვიათი ფენომენი, რომელიც პირველად გახდა  ხილული ბალკანეთის ქვეყნებში და შესამჩნევი იყო სერესამდე, ასევე ცენტრალური მაკედონიის სხვა რაიონებშიც.

ბუნებრივი მოვლენის მიზეზი პირველი შეფასებით, იყო უკიდურესად ძლიერი მზის აფეთქება, რამაც გამოიწვია განსაკუთრებით ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი, რომელიც მიმდინარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე, აღნიშნა EMY-ის დირექტორმა თოდორის კოლიდასმა თავის პოსტში.

სტატისტიკურად, პრაქტიკულად და მეცნიერულად შეუძლებელია ჩრდილოეთის ნათებამ მიაღწიოს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე სამხრეთ განედებს, რადგან ეს მოვლენა დამახასიათებელია მხოლოდ ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის, რადგან ისინი უფრო ახლოს არიან ჩრდილოეთ პოლუსთან.

და მაინც, პირველად, ჩრდილოეთის ნათება ხილული გახდა თითქმის მთელ ძველ კონტინენტზე და გრძელდებოდა საბერძნეთის ჩრდილოეთ ტერიტორიამდე, რითაც ქმნიდა უნიკალური სილამაზის, მაგრამ შეიძლება ითქვას გარკვეულწილად საშიშ გამოსახულებებს.

ზოგადად ჩრდილოეთის ციალის წითელი შეფერილობა  გამოწვეულია დაბალი ენერგიის ნაწილაკების შეჯახებით ჟანგბადის ატომებთან დიდ სიმაღლეზე (240 კმ) მზის ინტენსიური აქტივობის შემდეგ, მზის პლაზმის უზარმაზარი რაოდენობის გამოდევნის შემდეგ მზის ზედაპირიდან, რომელიც მიმართულია დედამიწისკენ.

მაგრამ როდესაც ჩრდილოეთის ციალი მწვანე შეფერილობისაა, ეს გამოწვეულია უფრო მაღალი ენერგიის ნაწილაკების შეჯახებით ჟანგბადის ატომებთან დაბალ სიმაღლეებზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება ფოტონები, რომლებიც ასხივებენ მწვანე ფერს.

ვიდეო:

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *