Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიო

თაღლითური სქემა, რომლის მეშვეობითაც სამეფო ოჯახის წევრობის ბარათებს ყიდიდნენ

თაღლითური ჯგუფის წევრები საბერძნეთის უკანასკნელი  მეფის, კონსტანტინე მეორის  პირმშოს, პავლოს გლუკსბურგის სახელით პრივილეგიებსა და 500 ევროს ოდენობის ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას  პირდებოდნენ გამომწერებს ყალბი ფეისბუქ პროფილის საშუალებით, რომელიც მის სახელზე გასული მარტიდან იყო შექმნილი.

როგორც მწერალი და ოჯახის მეგობარი ანდრეას მეგოსი თავის პოსტში იუწყება, ყალბი ფეისბუქ გვერდის-“Hrh Crown Prince Pavlos” ადმინისტრატორები უგზავნიდნენ პირად შეტყობინებებს მათ, ვინც უკავშირდებოდა აღნიშნულ პროფილს სოციალურ მედიაში.

შეტყობინებაში, რომელიც დაწერილი იყო ძალიან ცუდი თარგმანით იმ ენაზე, რა ეროვნებისაც იყო, ან რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობდა მეგობრობის თხოვნის გამგზავნი, გვერდის ერთ-ერთი ადმინისტრატორი ჩნდებოდა სავარაუდო სახელით ელიზაბეტ გემერო, რომელიც მისალმების შემდეგ, როგორც ყოფილი სამეფო ოჯახის წევრი, წერდა:

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამეფო ოჯახში, მე მივიღე თქვენი ელ.წერილი და მოხარული ვარ თქვენთან თანამშრომლობის. ვიწყებთ სამეფო ოჯახის წევრის ბარათის გაცემის პროცესს საბერძნეთისა  და დანიის პრინცის პავლოს გლუკსბურგის სახელით და  მთელი სამეფო ოჯახი და მე ვითხოვთ თქვენს დახმარებას.

სამეფო ოჯახის წევრის ეს ბარათი ძალაში იქნება 8 წელი. სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სამეფო ოჯახის წევრის მუდმივი ბარათიც.

სამეფო ოჯახის საწევრო ბარათი 8 წლით ღირს 600 ევრო და 48 საათში მიიღებთ. თუ გსურთ გახდეთ სამეფო ოჯახის მუდმივი წევრი, მაშინ თქვენ უნდა გადაიხადოთ 1200 ევრო.

ამისათვის საკმარისია მხოლოდ შეავსოთ თქვენი მონაცემები, როგორიცაა გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, ქალაქი, წარმოშობის ქვეყანა, ეროვნება და პროფესია.”

გზავნილის გაგრძელებაში თაღლითები სათითაოდ ჩამოთვლიან იმ შეღავათებს , რაც ბარათის მფლობელებს ექნებათ:

„სამეფო ოჯახის წევრის ბარათის მფლობელი ისარგებლებს შემდეგი შეღავათებით:

საბერძნეთისა და დანიის სამეფო ოჯახისგან ყოველთვიურად მიიღებთ 500 ევროს ოდენობის თანხას, ხოლო ყოველწლიურად ეს თანხა გაიზრდება.

თქვენ მოგეცემათ უფასო ვიზა ევროპის 5 ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთსა და დანიაში.

სამეფო ოჯახის წევრებს, მეფისნაცვალსაც კი ნებისმიერ დროს, შეზღუდვების გარეშე შეხვდებით.

თქვენ ასევე შეძლებთ სამეფო ოჯახისგან დახმარების თხოვნას, თუ პრობლემები შეგექმნებათ და შეძლებთ მათი წევრების მიწვევას ზეიმზე ან შეხვედრაზე.”

ჯერჯერობით უცნობია ყალბი პროფილის მიერ გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა, ისევე როგორც იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თაღლითებმა დაარწმუნეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *