Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კოზანში 59 წლის მამაკაცმა ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით თავი მოიკლა

როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, კოზანში, ქალაქის ცენტრში, გეროსტათის ქუჩაზე მდებარე ბინაში მცხოვრებმა მამაკაცმა თვითმკვლელობა დინამიტის  გამოყენებით განახორციელა.

ამავე წყაროს ცნობით, 59 წლის მამაკაცი სისხლით დაფარული, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, თავის არეში მიყენებული დაზიანებით იპოვეს, თავდაპირველად პოლიციამ ეჭვი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე მიიტანა.

მეზობლების თქმით, გაისმა ტირილი და შეძახილები, შემდეგ კი სახანძრო სამსახურის დახმარებით კორპუსის სარდაფის კარი გააღეს. იქ 59  წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში იპოვეს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით და პოლიციის თანხლებით კოზანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სერიოზულ დაზიანებების შედეგად მოგვიანებით გარდაიცვალა.

მამაკაცმა სავარაუდოდ, გამოიყენა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლის აფეთქების  შედეგად მიყენებული დაზიანებებით იგი გარდაიცვალა. პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორიაზე იარაღი ეძებეს, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დინამიტის ნაშთები აღმოაჩინეს.

ამავე წყაროების ცნობით, გარდაცვლილმა  ხელწერილიც  დატოვა

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *