Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: პოლიციელმა მოკლა ყოფილი ცოლი, შემდეგ კი თავი მოიკლა

თესალონიკში, კალამარიაში 42 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით სიცოცხლეს გამოასალმა.

38 წლის მამაკაცმა, რომელიც პირველადი ინფორმაციით პოლიციელი იყო, სავარაუდოდ, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა რის შემდეგაც ის მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი იმავე იარაღით თავი მოიკლა. მე-6 სართულის ბინაში სროლის შესახებ პოლიციას მეზობლებმა აცნობეს.

მათი ცხედრები კომნინოს 27-ში მდებარე ბინაში დაახლოებით 8:15 საათზე იპოვეს.

მამაკაცმა დილით, მკვლელობამდე, ბავშვები სკოლაში წაიყვანა, უკან დაბრუნებულმა კი მოკლა ყოფილი ცოლი და შემდეგ თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა ექიმთან ერთად, ცოტა მოგვიანებით კი ექიმისა და მაშველების მცდელობის მიუხედავად, 38 წლის მამაკაციც გარდაიცვალა. მათ ორი საერთო შვილი ჰყავდათ.

ბავშვები სკოლაში იმყოფებიან და მათი ინფორმირებისთვის ფსიქოლოგების დახმარება ითხოვეს.

პოლიციის წყაროების ცნობით ყოფილი ცოლქმრის მხრიდან არ ყოფილა განაცხადი გაკეთებული ოჯახური პრობლემების შესახებ და არც ქალის მხრიდან დაფიქსირებულა რაიმე პრეტენზია მუქარის ან ძალადობრივი ქცევის შესახებ.

მომხდარის გასარკვევად შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია სალონიკის დანაშაულების დეპარტამენტის სამმართველოს ჯგუფი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *