სამშობიაროში ბავშვი შეგვიცვალეს – რას ამბობს გარდაცვლილი ჩვილის მამა
სამშობიაროში ბავშვი შეგვიცვალეს – რას ამბობს გარდაცვლილი ჩვილის მამა
ათენში, კერძოდ კიფსელზე Airbnb-ის დღიური გაქირავების ბინაში გარდაცვლილი ჩვილის აღმოჩენის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, ბავშვს ზურგზე დანით მიყენებული მინიმუმ 10 ჭრილობა აღინიშნება. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილი კრიმინალური ქმედებითაა გამოწვეული.
გამოძიების ფარგლებში ჩვილის 43 წლის მამამ პოლიციას უთხრა, რომ ბავშვი მუდმივად ტიროდა და მისი მეუღლის მდგომარეობაც მძიმე იყო. მისი განცხადებით, სამშობიაროში თითქოს ბავშვი შეუცვალეს და მათ სხვა, მისივე სიტყვებით, „ეშმაკით შეპყრობილი“ ბავშვს მისცეს. ჩვილის მამამ იქვე დასძინა, რომ ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სახლში სიმშვიდე დამყარდა.
ჩვილი ბავშვის ცხედარი სამართალდამცველებმა ბინაში, ჩემოდანში დამალულ კონტეინერში აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ზუსტად დადგენილი არ არის ბავშვის ასაკი და გარდაცვალების დრო.
საქმეზე დაკავებულია სამი ადამიანი: საბერძნეთის მოქალაქე, გერმანიის მოქალაქე და ავღანეთის მოქალაქე.
ბინაში აღმოჩენილ ბავშვებს შორის იყო 15 წლის ორსული გოგონა, 9 წლისა და 12 წლის ბიჭები. არსებული ინფორმაციით, ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით დამატებითი გამოკვლევები უტარდებათ.
საქმის ირგვლივ გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, ზუსტად რა ვითარებაში დაიღუპა ჩვილი და ვინ არის პასუხისმგებელი მის სიკვდილზე.
