Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

პარიზი-ათენის რეისის შესრულების დროს თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა

იძულებითი დაშვება განახორციელა სალონიკში   თვითმფრინავმა, რომელიც პარიზი- ათენის რეისს ასრულებდა.

ავარიული დაშვების მიზეზი გახდა თვითმფრინავის სალონში მეგობართან ერთად  მყოფი ფრანგი ეროვნების მამაკაცი, რომელმაც ამოკის მდგომარეობაში მყოფმა(სპეციფიკური ფსიქიკური მდგომარეობა, აგრესიული ქმედებებით გამოხატული მკვეთრი მოძრაობითი აღგზნებადობა) ბორტზე  არეულობა გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით,  მგზავრი მოულოდნელად მის პირდაპირ მჯდომს აგრესიული ქმედებებით დაესხა თავს, მუშტებს ურტყავდა სავარძელს, იატაკზე მიმოაბნია საჭმელი, ხელი ჰკრა ბორტგამცილებელს, რის შემდეგაც ბიზნესკლასის მიმართულებით გაემართა.

დანარჩენმა მგზავრებმა და ბორტგამცილებლებმა  სცადეს მისი შეჩერება და ერთობლივი ძალებით მოახერხეს მისი ქამრებით  შებოჭვა უსაფრთხოების მიზნით მანამდე,  სანამ თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდებოდა და მამაკაცს ჩაიყვანდნენ.

სალონში მყოფთაგან ერთ- ერთმა შემდეგ აღნიშნა, რომ ფრანგმა  მამაკაცმა მოსაცდელ დარბაზში, ჩასხდომის დაწყებამდეც მიიქცია მისი  ყურადღება, როდესაც მას ხელით უბიძგა, თუმცა ქალმა ფაქტი  ურეაქციოდ დატოვა და თქვა, რომ თვითმფრინავში ჩაჯდომის შემდეგაც მგზავრობის მანძილზე მამაკაცი უცნაურად და აგრესიულად იქცეოდა,

აქვე მგზავრი აღნიშნავს რომ ფრანგი მამაკაცის თანმხლები პირი სავარაუდოდ ყრუ- მუნჯი იყო და იგი მეგობარს ჟესტების  ენით ესაუბრებოდა.

პილოტმა ბოდიში მოიხადა  შეფერხებისთვის და განმარტა, რომ  მათი უსაფრთხოების მიზნით იძულებითი დაშვება უნდა განხორციელებულიყო.  დაახლოებით ორი საათის დაგვიანების შემდეგ  თვითმფრინავი ისევ ათენის მიმართულებით გაფრინდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *