Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

“მუდმივი ფასდაკლება”: სუპერმარკეტების თაროებზე სპეციალური მარკირებით ფასდაკლებული პროდუქცია ჩნდება

საბერძნეთის განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავდა ახალი ინიციატივა “ფასის მუდმივი შემცირების” შესახებ, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი ეტაპობრივად იხილავს სუპერმარკეტების თაროებზე ფასდაკლებით საკვები პროდუქტების გარკვეულ სახეობებს.

ეს ის პროდუქტებია, რომლებზეც მინიმუმ 5%-იანი ფასდაკლება იქნება გამოყენებული მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, შესაბამისი წერილობითი ვალდებულებით, რომ ფასის შემცირება შენარჩუნდება კონკრეტული პერიოდის განმავლობაში.

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 50 000 ევროს ოდენობით, ამასთან სუპერმარკეტებს ეკისრებათ ვალდებულება თაროებზე ფასდაკლებული პროდუქციის გასწვრივ განათავსონ უწყების მიერ შექმნილი სპეციალური ნიშანი, რომ კონკრეტული პროდუქცია მომხმარებელმა შენიშნოს.

აღნიშნულია, რომ განვითარების სამინისტროს მხრიდან “ფასის მუდმივი შემცირებისთვის” პროდუქციის კონკრეტული კატეგორიები განსაზღვრული არ არის, რაც ნიშნავს, რომ ინიციატივა გავრცელდება სუპერმარკეტების პროდუქციის მთელ ასორტიმენტზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *