Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი დედის დღეს აღნიშნავს- ადონის გეორგიადისი ემოციური პოსტით ეხმაურება დღევანდელ ზეიმს

დღეს ატიკის მუნიციპალიტეტებში  დედის დღე საზეიმო ღონისძიებებითა და  პოეზიისა და მუსიკის საღამოებით აღინიშნება.

ეს ის დღეა, რომელსაც საბერძნეთში  ოჯახები ათწლეულების განმავლობაში აღნიშნავდნენ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ საერთაშორისო “მსოფლიო დღეები” გაბატონდებოდა.

დედის დღე  უამრავი ყვავილით, მისალოცი ბარათით თუ ჩახუტებით,  ყოველთვის ელოდათ დედებს მაისის მეორე კვირას, როგორც პატივისა და მადლიერების მცირე ნიშანი დედობის ფასდაუდებელი ძღვენისთვის.

ამ სულისკვეთებით, ატიკის ბევრ მუნიციპალიტეტს სურდა დედის დღის აღნიშვნა და დღეს, კვირას  მოაწყო ღონისძიებები, ბაზრობები, ვორქშოფები და გამოსვლები, მუსიკით და სიმღერებით, ასევე თამაშებით დედებისა და შვილებისთვის.

“დედა შეუცვლელია” წერს ადონის გეორგიადისი  დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და ემოციური  პოსტით ულოცავს  მეუღლეს, ევგენია მანოლიდუს და მთელი მსოფლიოს დედებს დედის დღეს.

“გეფიცებით, არ ყოფილა ჩემი ცხოვრების ერთი დღე, როდესაც  დედაზე ცოტათი მაინც არ მიფიქრია, თუნდაც 30 წელი გასულიყო.

ვისაც გელოდებათ, ვისაც  ჯერ კიდევ გყავთ დედები თქვენს გვერდით, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, შეძლებისდაგვარად მოინახულოთ ისინი და მოეფეროთ”-წერს  იგი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც მისი 30 წლის წინ გარდაცვლილი დედის ფოტო აქვს დართული.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *