Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

აგიოს პანტელეიმონის ეკლესიაში სირიელი დანით და ყურანით შევიდა და “ალაჰ აკბარ” ყვიროდა

პოლიციამ დღეს საღამოს, 19:00 საათის შემდეგ სირიელი მამაკაცი დააკავა, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ახარნონზე, ათენის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში საეჭვოდ იქცეოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც ტაძარში შესული უცხოელი მამაკაცი შენიშნეს, რომელიც საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. იქ მყოფმა სტიქაროსანმა მაშინვე აცნობა OPKE-ს ჯგუფს, რომელიც იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მოითხოვა შეემოწმებინათ იგი.

შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია და „ალაჰ აკბარ“ ყვირილი დაიწყო. პოლიციამ საბოლოოდ მოახერხა მისი დაკავება. მას ხელთ ჰქონდა ზურგჩანთა, რომელშიც დანა და ყურანი იპოვეს.

დაკავებული მამაკაცი 24 წლის სირიელია და მსგავსი ქმედების გამო ადრეც იყო პოლიციის მიერ შემჩნეული. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ წარსულში ის ეკლესიაში შევიდა და ყურანის კითხვა დაიწყო, რის შედეგადაც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

ამასთან, მამაკაცს წარსულში ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზაც, თუმცა მისი დაკავება საჭიროდ არ ჩაითვალეს.

ამჟამად მამაკაცი პოლიციის ადგილობრივ სამმართველოშია გადაყვანილი. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *