საბერძნეთი: დღეიდან EETAA-ს პროგრამაზე, კერძოდ საბავშვო და ბაგა-ბაღებში უფასოდ სწავლის ვაუჩერების მისაღებად განცხადებების მიღება იწყება
საბერძნეთი: დღეიდან EETAA-ს პროგრამაზე, კერძოდ საბავშვო და ბაგა-ბაღებში უფასოდ სწავლის ვაუჩერების მისაღებად განცხადებების მიღება იწყება
საბავშვო და ბაგა-ბაღებში უფასოდ სწავლის ვაუჩერების მისაღებად განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო. იმ განმცხადებლების კატეგორია, რომელიც ვაუჩერებს მიიღებს, შეძლებს შვილების სრულიად უფასოდ ჩარიცხვას საბავშვო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
EETAA არის საბერძნეთის ადგილობრივი განვითარებისა და თვითმმართველობის ორგანო, რომელიც სხვადასხვა სოციალურ პროგრამას მართავს. მათ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამაა საბავშვო ბაღების ვაუჩერები (voucher), რომლის მეშვეობითაც ოჯახებს უფინანსდებათ ბავშვების: ბაგა-ბაღებში, საბავშვო ბაღებში,
ბავშვთა შემოქმედებითი უნარების განვითარების ცენტრებში, შშმ ბავშვებისა და პირებისთვის განკუთვნილ ცენტრებსა და პროგრამებში მონაწილეობის მიღება.
განაცხადების წარდგენა მხოლოდ ელექტრონულად არის შესაძლებელი და 2026 წლის 5 აგვისტომდეგაგრძელდება. განაცხადები მიიღება EETAA-ის ოფიციალურ პლატფორმაზე ეტაპობრივად, საგადასახადო ნომრის (ΑΦΜ) ბოლო ციფრის მიხედვით.
20-21 ივლისს განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ პირებს, რომელთა ΑΦΜ სრულდება 3, 4 ან 5-ით.
22-23 ივლისს – მათ, ვისი ΑΦΜ 6, 7, 8 ან 9-ით მთავრდება, ხოლო 24 ივლისიდან 5 აგვისტომდე განაცხადის წარდგენა ყველა მსურველს შეეძლება.
მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შემოსავლის ზღვარი გაუქმდა. შესაბამისად, ისინი ვაუჩერის მიღებას ოჯახის შემოსავლის მიუხედავად შეძლებენ.
დანარჩენი ოჯახებისთვის შემოსავლის მაქსიმალური ზღვარი ასეთია:
- ოჯახები, რომლებსაც 1 ან 2 შვილი ჰყავთ – 35 000 ევრომდე;
- სამი შვილის ყოლის შემთხვევაში – 38 000 ევრომდე;
- მრავალშვილიანი ოჯახები – შემოსავლის შეზღუდვის გარეშე.
