Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ილონ მასკის დედა მეი მასკი საბერძნეთში იმყოფება

საბერძნეთში, კუნძულ სანტორინზე, ფეშენებელური ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში  პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის  დედა, მეი მასკი იმყოფება.

ის ღონისძიებაზე Tesla-ს მანქანით და 8 მცველის თანხლებით მივიდა.

საერთაშორისოდ აღიარებული ავტორი, დიეტოლოგიის დოქტორი და სუპერმოდელი დაესწრო დისკუსიას საორგანიზაციო კომპანია “Update Entertainment”-ის ჟურნალისტთან და მმართველ დირექტორთან,  ელი სპიროპულოსთან და განმარტა, თუ როგორ თანამშრომლობს 50 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში წამყვან მოდის სახლებთან და საერთაშორისო ბრენდებთან.

ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად  მან ისაუბრა მძიმე განქორწინებაზე  31 წლის ასაკში და მის სამ შვილზე.

ყოფილმა ქმარმა მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა შვილების მეურვეობის მოთხოვნით, რადგან „ის იყო ცუდი დედა”, –  აღნიშნა  სტუმარმა, რამაც  დამსწრე აუდიტორიის მხიარულება  გამოიწვია.

ასევე  გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც  პირველად ეწვია საბერძნეთს მოდელ მეგობართან და მის შეყვარებულთან ერთად.

 

საბერძნეთში ყოფნის დროს მან ცხრა სხვადასხვა კუნძული მოინახულა, რომელთა შორის იყო სანტორინი.

საპატიო სტუმარმა  დადებითად შეაფასა  ბერძნების სტუმართმოყვარეობა   და გამოხატა სიყვარული ბერძნული კუნძულების მიმართ.

 

მეი მასკი ავტორია  ცნობილი წიგნისა სახელწოდებით “ქალი ისახავს მიზანს”, რომელიც სულ მოკლე დროში იქცა ბესტსელერად.

მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წარმატებული კარიერა  როგორც მოდელს,  ინტერვიუში ასევე ისაუბრა  ჯანსაღ კვებაზე, სწავლაზე, თვითგანვითარებაზე  და მოუწოდა ქალებს ინვესტიციები ჩადონ არა მხოლოდ გარეგნულ სილამაზეში, არამედ მათ განათლებასა და უნარებში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *