Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ლარისა: საგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ორსული ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული

 

ძველ ვოლოს-ლარისას გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ოთხი თვის ფეხმძიმე ქალი მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ცნობით  ავტოსაგზაო შემთხვევა პარასკევს, შუაღამის შემდეგ, 1:30 საათზე მოხდა.

მანქანა, რომელშიც ქალი  ქმართან და ორი წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზით სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მისი ქმარი და შვილი მანქანიდან გამვლელი მძღოლების დახმარებით გადმოვიდნენ, რომლებიც ავარიისთანავე  გაჩერდნენ.

თუმცა ფეხმძიმე ქალმა რომელიც მძიმედ დაშავდა, მანქანიდან გადასვლა ვერ შეძლო.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მანქანას ქალი მართავდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა  პოლიცია და ვოლოსის სახანძრო სადგურის ორი სახანძრო მანქანა.

მეხანძრე-მაშველებმა შესაბამისი ტექნიკის  დახმარებით სწრაფად და მეთოდურად მოახერხეს ორსული ქალის გამოყვანა, რადგან ფეხმძიმობის გამო მას სპეციფიკური  დახმარება სჭირდებოდა, რომ მანქანიდან უსაფრთხოდ გამოეყვანათ.

შემთხვევის ადგილზე  მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული   ვოლოსის სამედიცინო ჰოსპიტალში  გადაიყვანა, სადაც უკვე  მობილიზებული იყვნენ  სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის ექიმები და ექთნები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *